ყაზბეგის მერია მუსიკალურ პროექტს “უმღერე ყაზბეგს” იწყებს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით მასშტაბურ
მუსიკალურ პროექტს იწყებს „უმღერე ყაზბეგს“. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.
კონკურსის მიზანია შეიქმნას ახალი ჰიტები მუნიციპალიტეტზე მისი ისტორიული, კულტურული და
ბუნებრივი ასპექტების გათვალისწინებით; თანამედროვე კომპოზიტორებისა და პოეტების ხელშეწყობა,
მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია. სამ საუკეთესო ნამუშევარს პროფესიონალი მუსიკოსებით
დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს. სიმღერები ცოცხალი ბენდის თანხლებით, პირველად, 31 აგვისტოს, სახალხო დღესასწაულზე “ყაზბეგობა 2024” გაჟღერდება საკონკურსო სიმღერა
თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე 𝐬𝐨𝐧𝐠𝐬@𝐤𝐚𝐳𝐛𝐞𝐠𝐢.𝐠𝐨𝐯.𝐠𝐞
კონკურსის დებულება იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/lqzDT პროექტის მხარდამჭერები არიან:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია;
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
რადიო პარტნიორი: დარდიმანდი FM 97.1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები