“ლიბერალიზმი უნდა დაინგრეს“ – ვიქტორ ორბანი

ლიბერალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულმა მსოფლიო წესრიგმა კრახი განიცადა და უნდა დაინგრეს, ასეთი წესრიგი უნდა შეიცვალოს ეროვნულ ინტერესებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტზე დაფუძნებული სისტემით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში დასავლეთში დამყარდა “ლიბერალური ჰეგემონია, რომელმაც მსოფლიო უარესი გახადა”.

“ამ მსოფლიო წესრიგმა ისეთი ლიდერები შობა, რომლებიც დასახულ ამოცანებს ვერ უმკლავდებიან, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ამ ლიდერებმა “გააჩაღეს ომი იქ, სადაც მშვიდობა შეიძლება, ყოფილიყო”, შემოიტანეს ქაოსი საერთაშორისო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში, “ამჟამინდელ მდგომარეობაში ლიბერალურმა იდეოლოგიამ კრახი განიცადა”.

„ამ ძველი მსოფლიოს მიმდევრები ბრიუსელში ჯერ კიდევ არიან და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პოლიტიკაში ჩარევა ჩემს ვალდებულებებში არ შედის, ვშიშობ, ისინი ვაშინგტონშიც არიან”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები