„უკრაინაში მიმდინარე ომი ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხეა” – ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების მთავარი პირობაა, რუსეთმა უკრაინაში გამარჯვება არ მოიპოვოს.
ამის შესახებ მან სორბონაში გამოსვლის დროს თქვა.
პროგრამულ სიტყვაში მაკრონმა იმ დიდ რისკებზე ისაუბრა, რომლებიც ევროპას უახლოეს ათწლეულში ელოდება.
„ევროპა მოკვდავია და შეიძლება, მოკვდეს და ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ევროპა მსოფლიოს გამოწვევებისთვის, სადაც თამაშის წესებია შეცვლილი, არც ისე კარგად არის მომზადებული“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის კონფლიქტი ევროპის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს და მოუწოდებს ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებისკენ.
„სანდო ევროპული თავდაცვის სტრატეგიული კონცეფცია უნდა ავაშენოთ“, – თქვა მან და დასძინა, რომ ევროპა შეერთებული შტატების „მარიონეტი“ ვერ იქნება.