ლექსო დალაქიშვილი: რუსთაველებმა კარგად დაინახეს „ქართული ოცნების“ გუნდისა და გახარია-ნაცების მმართველობას შორის სხვაობა

რუსთაველებმა კარგად დაინახეს „ქართული ოცნების“ გუნდისა და გახარია-ნაცების მმართველობას შორის სხვაობა, – ამის შესახებ რუსთაველმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ლექსო დალაქიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანსაღი ოპონირება მისაღებია, მაგრამ მავნებლობა არ გაუვათ.

„რუსთაველებმა კარგად დაინახეს „ქართული ოცნების“ გუნდის და გახარია-ნაცების მმართველობას შორის სხვაობა. ქალაქი ვითარდება და განვითარების ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს. ჩვენ გვაქვს გულწრფელი ემოცია და სურვილი, რომ რუსთაველებმა მეტი სიკეთე მიიღონ და ამაში დესტრუქციული ძალები ხელს ვერ შეგვიშლიან. ჯანსაღი ოპონირება მისაღებია, მაგრამ მავნებლობა არ გაუვათ. ჩვენი გუნდი, ნინო ლაცაბიძის ხელმძღვანელობით და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, რუსთავს, განვითარების კიდევ ახალ ეტაპზე გადავიყვანთ“, – განაცხადა რუსთაველმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ლექსო დალაქიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები