„რუსეთის მხრიდან ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმა მის გარდაუვალ მარცხს გამოიწვევს“ – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადისლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ნატოს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა მის გარდაუვალ მარცხს გამოიწვევს.

ამის შესახებ მან სეიმში განაცხადა, – იტყობინება RMF FM-ი.

„ალიანსს სამჯერ მეტი სამხედრო პერსონალი ჰყავს, ორჯერ მეტი საავიაციო რესურსი და ოთხჯერ მეტი გემი“, – აღნიშნა მინისტრმა.

რადისლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ, „პირველი სამობილიზაციო ტალღის შემდეგ, რუსეთს 1 300 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა”. მისივე თქმით, ნატოს სამხედრო პოტენციალი, დამატებითი მობილიზაციის გარეშე, 3 500 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს, რაც სამჯერ მეტია.

მანვე აღნიშნა, რომ “2022 წელს ნატოს 15-მა ქვეყანამ, რომელიც უკრაინას აქტიურად უჭერს მხარს, თავდაცვაზე 1,7 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, რუსეთმა კი – მხოლოდ 86,4 მილიარდი დოლარი, რაც 14-ჯერ ნაკლებია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები