დონალდ ტუსკმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა გააუქმა

პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი პნევმონიის გამო საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან არის შესული.

ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.

„ეს დაკავშირებულია პნევმონიასთან, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. მისი დასრულების შემდეგ, დონალდ ტუსკი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თავად ტუსკმა იმედი გამოთქვა, რომ უკვე 7 მაისს ევროპის ეკონომიკურ კონგრესში მიიღებს მონაწილეობას, ასევე, 10 მაისიდან მთავრობის სხდომები განაახლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები