შსს-ს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე 5500 ადამიანი იყო

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 5500 აქციის მონაწილე იყო.

“რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500 მოქალაქე, ასევე აქცია მიმდინარეობდა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, კერძოდ, ბათუმში იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შსს განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. იყო მცირედი დაპირისპირებები, თუმცა აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი