სტამბოლში საპირველმაისო აქცია ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალეს, არიან დაშავებულები
სტამბოლის პოლიციამ პირველ მაისთან დაკავშირებული აქცია ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა. დაშავებულთა შორის პოლიციელებიც არიან. დაკავებულია 140-ზე მეტი პირი.
ამის შესახებ ტელეარხი Sözcü იტყობინება.
A Haber იტყობინება, რომ არასანქცირებული აქციის მონაწილეები ძალოვნებს ბოთლებს, ქვებს ესროდნენ.
მანამდე იყო ცნობილი, რომ სტამბოლის ადმინისტრაციამ საპირველმაისო აქციებისთვის 40 ადგილი გამოყო. თუმცა, აქციის მონაწილეები ტაქსიმის მოედანზე მოხვედრას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ არ მისცეს.