სოხუმში, ჰუმანიტარული კვლევების ისტორიულ შენობაში ხანძარი გაჩნდა

სოხუმში აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტში ხანძარი გაჩნდა.

როგორც ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, შენობაში ხანძარი დილით დაფიქსირდა, თუმცა, ამ დროისთვის ის ლოკალიზებულია.

მოსალოდნელია, რომ სრულ ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდეს.

დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტი 1925 წელს შეიქმნა. ინსტიტუტი ძველ ისტორიულ შენობაშია განთავსებული, რომელიც წინა საუკუნის დასაწყისში აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები