რა დაზიანებები აქვს მიღებული ლევან ხაბეიშვილს – ექიმის განმარტება

ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა პროფესორმა კახა ჭელიძემ, ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ექიმის განმარტებით, ხაბეიშვილს ყველა ტექნოლოგიურად მაღალი ტიპის გამოკვლევა დროულად ჩაუტარდა და მხედველობა შენარჩუნებული აქვს.

„ჩვენი მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა სტაციონარში დარჩენის თაობაზე, თუმცა თვითონ სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ამაზე, ფიქრობს ჯერჯერობით, გადაწყვეტილება ამ წუთისთვის მისი მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა ჩვენგან არის მკაცრი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციის.

ვიზუალურად, მე მგონი, მთელმა საქართველომ ნახა, რა ტიპის დაზიანებაც აქვს, ამიტომ ამის აღწერას აზრი არ აქვს. თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა არის ძვლების მთლიანობის აღდგენა. ყველა ტექნოლოგიურად მაღალი ტიპის გამოკვლევები ჩატარებული გახლავთ დროულად. მხედველობა შენარჩუნებული აქვს“, – განაცხადა კახა ჭელიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციას ჯერ სამართალდამცველებმა განარიდეს, ხოლო შემდგომ სასტიკად სცემეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები