პარლამენტის მიმდებარედ აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს
საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი საათის წინ, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს.