კახა კალაძე: ის, რაც გუშინ ვიხილეთ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, ეს არის უბრალოდ რადიკალიზმი, რომელიც უცხოური გავლენების მქონე ჯგუფებისგან ფინანსდება

ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, – თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ ფორმით, თუნდაც აქციით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ცივილიზებულად, კანონის ფარგლებში. არავის აქვს უფლება, რომ მოუწოდოს ხალხს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებისკენ, ვნახეთ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის მიმართ და ა.შ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ ყველაფერს აცდენილია, ეს არც ევროპულობაა, ესა არის უბრალოდ რადიკალიზმი, რომელიც უცხოური გავლენების მქონე ჯგუფებისგან ფინანსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სპეციალური დანიშნულების რაზმი წესრიგის აღდგენისთვის ყოველთვის გაატარებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს.

„სპეცრაზმი გამოიყენებს ძალას მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა დგება. როდესაც გქვია მშვიდობიანი მომიტინგე, ამ დროს კი მოუწოდებ მომიტინგეებს, ალყაში მოაქციონ და ბლოკირება მოვახდინოთ პარლამენტის შენობის, ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები