„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად ნაცემია

ენმ-ს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.

არსებული ინფორმაციით, ხაბეიშვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

„რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი“, – წერია ენმ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები