აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტთან ვიდეოკამერები დააზიანა
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვიდეოკამერები დააზიანა.
მანამდე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება პერიოდულად იძაბება. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.