ვარშავაში სინაგოგას ცეცხლი წაუკიდეს

ვარშავის ცენტრში უცნობმა პირებმა სინაგოგას წაუკიდეს ცეცხლი. ინციდენტის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მთავარ რავინზე, მიხაელ შუდრიხზე დაყრდნობით განაცხადა.

“რავინი შუდრიხი წერს, რომ ვიღაცამ სინაგოგის დაწვა მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით სცადა. მადლობა ღმერთს, დაშავებულები არ არის”,- დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

მომხდარის გამოძიება ვარშავის პოლიციამ უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები