გიორგი ცუცქირიძე: გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელისუფლებო პარტია, რომლის რიტორიკაშიც რუსეთი ოკუპანტია და არა მეგობარი ან სტრატეგიული პარტნიორი

გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელისუფლებო პარტია, რომლის რიტორიკაშიც რუსეთი ოკუპანტია და არა მეგობარი ან სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, დრო და პროცესები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს საქართველოზე მუშაობს, საქართველო ევროპას და დასავლეთს კი არ სცილდება, არამედ იძენს მარავალფუნქციური საერთაშორისო ჰაბის სულ უფრო მეტ დატვირთვას.

„როდესაც გაცხადდა, რომ „ქართული ოცნება“ ხალხს რაიონებიდანაც ჩამოიყვანდა, ბევრმა ოპოზიციის კონტრაქციად, ოპოზიციის და არასამთავრობოების აქციების გადაფარვის მცდელობად და ე.წ. თავების დათვლის მარკეტინგულ ხრიკად ჩათვალა.

ვინც გუშინ თვალი მიადევნა გამართულ აქციას, თავისი შინაარსით – საყოველთაო შეკრება და გამომსვლელთა პათოსს ბიძინა ივანიშვილის შემაჯამებელი სიტყვით, თუ ამას ვიზუალურ ეფექტებსაც დავუმატებთ წმინდა პოლიტმარკეტინგული თვალსაზრისით, ვისაც ცოტა რამ მაინც გაეგება პოლიტიკური მარკეტინგის ანა-ბანაში, ფაქტიურად იყო წინასაარჩევნო კამპანიის გახსნა.

ახლა ოპოზიციას და ზოგიერთ მის მხარდამჭერებს სურთ ეს თუ არა, ეს საყოველთაო შეხვედრა ანუ რეალურად შეხვედრა საკუთარ ამომრჩეველთან საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.

ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიის ფაქტიურად ყველა ატრიბუტი – ხალხით გადავსებული ტერიტორია, გამომსვლელთა პათოსი ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებზე და გამოწვევებზე, პარტიის სამომავლო ხედვებზე და არა მხოლოდ პარლამენტში ინიცირებულ და პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე!

მიტინგი თავისი თემატიკით გასცდა რა ვიწრო, თუნდაც ასე ტირაჟირებული კანონის პერიპეტიებს, ოპოზიციას თავისი არასამთავრობო სექტორით სუფთად მოუგო, თან დიდი ანგარიშით და არჩევნებამდე 5 თვით ადრე დღემდე არსებული ჰანდიკაპი კიდევ უფრო გაზარდა!

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პრორუსულობას, რომლის იქითაც დღეს ოპოზიციას შემოსათავაზებელი პრაქტიკულად არც არაფერი აქვს საზოგადოებისათვის.

მოსახლეობასთან გუშინდელ შეხვედრას მთელ ლაიტმოტივად გასდევდა ევროპული ინტეგრაციის უალტერნატივობა და ჩვენი დაბრუნება ისტორიულ წიაღში. ევროპული გზა არც ერთ გამომსვლელს ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ! თუ ვინმეს ტერმინები – ღირსეული დაბრუნება და რა უბრალოდ ევროკავშირის წევრობა, ჩვენი იდენტობით, თვითმყოფადობით და ისტორიული ცნობიერებით ეუცხოება და არ მოსწონს, ეს მათი პრობლემაა. მსგავსი ტერმინოლოგია სულ უფრო აქტიურად გამოიყენება დღეს აშშ-ის და ევროპის კონსერვატორული მიმდინარეობების პოლიტიკურ ლექსიკაში. თუნდაც ტრამპის დღის წესრიგი ულტრა ლიბერალიზმის საპირწონედ კონსერვატორულია თითქმის ყველა სფეროში – ოჯახების მხარდაჭერა, იმიგრაცია, ენერგია, იარაღის უფლებები, გადასახადები და რეგულაციები, აბორტი. ჯანდაცვა და სამხედრო ხარჯები. მათთვის კი ვიტყვი, რომ  „სუყველაფერზე თავის კანტურით“ და „მუცელზე ხოხვით“ არც ერთ ერს ისტორია არ შეუქმნია!

გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელისუფლებო პარტია, რომლის რიტორიკაშიც რუსეთი ოკუპანტია და არა მეგობარი ან სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო ყველა საერთაშორისო ინსტანციაში მოუგო სამართლებრივი პროცესები რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და იგივე უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფლიქტის ყველა ანტირუსულ რეზოლუციას მხარს უჭერს დღემდე, პრორუსული უბრალოდ ვერ იქნება!

დრო და პროცესები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს საქართველოზე მუშაობს, საქართველო ევროპას და დასავლეთს კი არ სცილდება, არამედ იძენს მარავალფუნქციური საერთაშორისო ჰაბის სულ უფრო მეტ დატვირთვას, შემთხვევითი არც ის არის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი, 2030 წლამდე პროგნოზით ჩვენ ვიქნებით ევროპაში ყველაზე უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდის ქვეყანა, ქვეყანა რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 15 ათასი აშშ დოლარის შემოსავლებით საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე იქნება და ისიც სსფ-ის შედარებით ფრთხილი ანუ კონსერვატორული მიდგომით!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები