ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში თემაზე “სამშობლოს სიყვარული ქართულ ლიტერატურაში” საგანმანათლებლო კვირეული იმართება

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, თემაზე “სამშობლოს სიყვარული ქართულ ლიტერატურაში” საგანმანათლებლო კვირეული იმართება.
კვირეულის ფარგლებში შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეები დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კონფერენცია პატრიარქის 45/90 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები