ჩინეთში ავტომაგისტრალის მონაკვეთის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში ავტომაგისტრალის მონაკვეთის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ Xinhua წერს.

გარდა ამისა, სულ მცირე, 30 პირი დაშავდა – ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 18 სატრანსპორტო საშუალება გზის მონაკვეთის ჩანგრევის გამო წარმოქმნილ ორმოში ჩავარდა. ზოგიერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდარი შესაძლოა, გადაუღებელი წვიმებით იყოს გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები