ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა – ის პარლამენტში მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც დაზიანებები წუხელ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მიიღო – კლინიკა უკვე დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.

ხაბეიშვილის თქმით, მას ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა. “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ინგოროყვას კლინიკაში ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა.

ფაქტს შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე გამოეხმაურა.

მისი თქმით: „კადრებში კარგად ჩანს ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როცა ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები