ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცეპრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე – ეკატერინე გუნცაძე, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკი გლობალის დირექტორი, ლიონელ რაპაი და ვიცეპრეზიდენტის კაბინეტის უფროსი – ლილიანა ბოგუში.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა ბანკის ვიცეპრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი წლების განმავლობაში უწევს საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის, ისე რეფორმების მიმართულებით.