“თუ საქართველოს ევროკავშირის ზღურბლთან დიდი ხნით დავტოვებთ, რუსეთთან პირისპირ აღმოჩნდება, რომელსაც ევროპისთვის სიკეთე არ უნდა” – ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ევროკავშირის გაფართოების მორიგ რაუნდს დაუჭირა მხარი.

ამის შესახებ DPA წერს.

ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანების მე-20 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე პაველმა თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება “გეოსტრატეგიული აუცილებლობაა”.

“თუ დიდი ხნით დავაყენებთ ევროკავშირის ზღურბლთან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ისეთ ძალებთან დავტოვებთ პირისპირ, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც არც ევროპელებისთვის და არც ევროპისთვის სიკეთე არ უნდა”,- აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ამავე დროს, მან თქვა, რომ საჭიროა ევროკავშირის რეფორმირება და რომ ორგანიზაცია გაუმჯობესდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები