“ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ბლოკში შესვლის უკრაინისა და მოლდოვის განაცხადების განხილვა” – ვალდის დომბროვსკისი

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისკმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ბლოკში შესვლის უკრაინისა და მოლდოვის განაცხადების განხილვა.

ამის შესახებ მან Politico-სთან ინტერვიუში თქვა.

დომბროვსკისის თქმით, კარგი იქნებოდა, ივნისის სამიტამდე 27-ვე ქვეყანას მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმებულიყო.

“მსოფლიო ხედავს, რომ დაყოვნების დრო არ არის”, – თქვა მან.

ევროკომისარმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირი წევრ ქვეყნებს შორის “კონკურენტიანობის პრობლემას” აწყდება.

“ჩვენი ეკონომიკების მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის წინაშე ვდგავართ და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში რეგიონების და ქვეყნების ჩამორჩენას არ შევეგუოთ”,- განაცხადა დომბროვსკისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები