ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე საათის წინ ხარკოვის რეგიონი დაბომბეს.

ხარკოვის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

მისი თქმით, დარტყმის მომენტში დაღუპული მამაკაცი და ქალი ავტომობილში იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, სამი ავტომობილი დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები