შალვა პაპუაშვილი: ოქმში დავაფიქსიროთ, რომ ოპოზიცია FARA-დან და საფრანგეთიდან უცხოური ძალის დეფინიციების გადმოტანას მხარს არ უჭერს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ წინადადებას გამოეხმაურა. “ოქმში დავაფიქსიროთ, რომ ოპოზიცია FARA-დან და საფრანგეთიდან უცხოური ძალის დეფინიციების გადმოტანას მხარს არ უჭერს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, FARA-დან და საფრანგეთიდან სიტყვა სიტყვით გადმოეტანათ უცხოური ძალის დეფინიციები, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან უარი მიიღო, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა ოქმში დაეფიქსირებინათ, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს გადმოტანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები