1-ელი მაისი დოდო აბაშიძის დაბადების დღეა
1 მაისი დიდი ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის დაბადების დღეა. მას 100 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საკუთარ ფონდში დაცულ მსახიობის ფოტოს აქვეყნებს.
1949–1956 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც ითამაშა 20–ზე მეტ პიესაში. 1956 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი.
მიღებული აქვს: ამიერკავკასიის რესპუბლიკების (ერევანი) და უკრაინის მეორე კინოფესტივალის პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის – ფილმი „დიდი მწვანე ველი” (1968), მინსკის მეოთხე საკავშირო კინოფესტივალის დიპლომი და პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის – ფილმი „სინათლე ჩვენს ფანჯრებში” (1970), თეირანის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი „ოქროს ჯიხვი” , მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის – ფილმი „პირველი მერცხალი” (1975), მინსკის სპორტული ფილმების მეექვსე საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის – ფილმი „პირველი მერცხალი” (1976), ფრუნზეს მეოთხე საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის – ფილმი „პირველი მერცხალი” (1976).
დოდო აბაშიძეს მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია გარდაცვალების შემდეგ.