ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ესროლა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. “ევროოპტიმისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ხალხის ძალის” წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ესროლა.

დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც მას გამყიდველი უწოდა.

“სამშობლო გაყიდეთ. მწარეა სიმართლე”, – მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.

დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები