“ნიუ ვიჟენ” საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ გუშინ აქციაზე დაშავებული გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში შემოიყვანა

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ გუშინ აქციაზე დაშავებული გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში შემოიყვანა. ინფორმაციას კლინიკის წარმომადგენელი, ელზა ლობჟანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ აქციაზე დაშავებული გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ეტაპზე, “ნიუ ვიჟენ” საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს არ აქვს სასწრაფო გადაუდებელი მიმღები და მხოლოდ გეგმურ მომსახურებებს უზრუნველყოფს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები