თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების დღე
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებიდან 107 წელი გავიდა,
ხოლო ვანო სარაჯიშვილის დაბადებიდან კი – 145 წელი! – ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
თბილისის კონსერვატორია 1917 წლის 1-ელ მაისს დაარსდა და მრავალი წლის განმავლობაში, კავკასიაში, დასავლური ტიპის ერთადერთ მუსიკალურ სასწავლებელს წარმოადგენდა.
1924 წელს სასწავლებელს სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, 1947 წლიდან კი დიდი ქართველი ტენორის – ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.