ევროსაბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

0

ევროკავშირის საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა. სანქციების სიაში 57 ფიზიკური პირი და 9 კომპანია შედის.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ყველაზე მკაცრია მათ შორის, რაც კი ორგანიზაციას რომელიმე ქვეყნისთვის დაუწესებია.
სანქციები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეხებათ, რომლებიც რაიმე ფორმით კავშირში არიან ბირთვული იარაღის წარმოებასთან. ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აქვთ აკრძალული და, ასევე, გაყინულია მათი აქტივები.

კომენტარები

კომენტარი