თბილისის “დინამომ” აზერბაიჯანის “გაბალა” 6-1 გაანადგურა

0

ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირზე, დღეს მეორე ტურის მატჩები შედგა. თბილისის “დინამოს” 17-წლამდელთა გუნდმა აზერბაიჯანის “გაბალა” დიდი ანგარიშით 6-1 გაანადგურა. თბილისელებმა ყველა გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. მეტოქის კარში ჰეთ რიკი ზუკა დავითაშვილმა შეასრულა, დუბლი, აქტივში თაზო ბაბუნაძემ ჩაიწერა, დარჩენილი ერთი გოლის ავტორი კი გიორგი მოისწრაფიშვილი გახდა, რომელმაც შორიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში. აზერბაიჯანელებმა “პრესტიჟის გოლი” მეორე ტაიმში გაიტანეს, როდესაც ქართული კლუბის შემადგენლობის ძირითადი ბირთვი პრაქტიკულად შეცვლილი იყო. მესამე ტურის შეხვედრები ვიტალი დარასელიას სახელობის “დინამოს აკადემიის” მოედანზე ხვალ გაიმართება. თბილისის “დინამოს” მეტოქე მილანის “ინტერი” იქნება, რომელმაც მეორე ტურში “გენტთან” წააგო და ახლა ჯგუფიდან ნახევარფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროვება. თბილისელებს კი მეორე ადგილისთვის ფრეც ჰყოფნით.

კომენტარები

კომენტარი