ბორჯომში პროექტის, “გააძლიერე ცვლილებისთვის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ბორჯომის ტრენინგ ცენტრში პროექტის “გააძლიერე ცვლილებისათვის – ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის, მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ხელმძღვანელმა, მაკა სართანიამ ჩართულ მხარეებს პროექტის მიზნებისა და ეტაპების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.

პროექტი, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებების მიღებაში ახალგაზრდების ჩართულობას გულისხმობს და შესაბამისად ყველაზე ეფექტური შედეგის მისაღებად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალგაზრდების ერთობლივ აქტივობას ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა მხარეებისათვის ევროპული გამოცდილების გაზიარებასაც ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტის 2 წარმომადგენელი სასწავლო ვიზიტით ესპანეთში უკვე იმყოფებოდა, ბორჯომის ტრენინგ ცენტრიდან 4 ახალგაზრდა კი ევროპის სამ ქვეყანაში – ავსტრიაში, იტალიაში და ესპანეთში უახლოეს პერიოდში გაემგზავრება.

პროექტის წარდგენას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, საკრებულოს დეპუტატები ირაკლი კვირკველია და ლევან ლონდარიძე დაესწრნენ. როგორც მერმა აღნიშნა, ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად დაეხმარება თვითმმართველობას საკუთარი კომპეტენციის გაძლიერებაში, მერიის საქმიანობა გახდება უფრო გამჭვირვალე და თითოეული ახალგაზრდის საჭიროებებზე მაქსიმალურად ორიენტირებული.

ტრენინგ ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულმა საკრებულომ სხდომა გამართა და სტუმრებს გასული წლის ანგარიში წარუდგინა.

პროექტი “გააძლიერე ცვლილებისათვის – ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” დაფინანსებულია ევროპის კომისიის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები