“სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ, მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე” – საპატრიარქო

“სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ, მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება კვირას, 22 მარტს, სავარაუდოდ 15:00 საათისთვის და პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.

სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ, მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე“, – ნათქვამია  ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები