მეუფე ანდრია გვაზავა: უნიკალური პატრიარქი გვყავდა – გავა ძალიან ცოტა დრო და დამერწმუნეთ, ჩვენ ორმაგად, სამმაგად ვიამაყებთ, რომ ვცხოვრობდით მის ეპოქაში
“ჩვენი ყველას მწუხარებაა ეს. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ვინმესი მეტად არის და ვინმესი ნაკლებად, ეს, რა თქმა უნდა, პიროვნული განცდაა, მაგრამ ყველას მწუხარებაა”,- ამის შესახებ
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს უნიკალური პატრიარქი ჰყავდა.
“ჩვენ გვყავდა უნიკალური პატრიარქი. გავა ძალიან ცოტა დრო და დამერწმუნეთ, ჩვენ ორმაგად, სამმაგად ვიამაყებთ, რომ ვცხოვრობდით პატრიარქ ილიას ეპოქაში და გვქონდა მასთან შეხება. მან დაგვიტოვა მისი გენიალური ტრიადა – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”, – განაცხადა მეუფე ანდრია გვაზავამ.