მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ
“შორს არ არის ის დღე, როდესაც დავაყენებთ უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – უკვე არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები. მიდით, სთხოვეთ და შეგისრულებთ, ნახავთ, თუ ასე არ იქნება! “ – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას უნდა პატრიარქთან ახლოს ყოფნა, მაგრამ ახლაც ახლოს ვართ – განცდა მაქვს, რომ კედლები არ არის ზღუდე მასთან სულიერი ურთიერთობისთვის.
„გვითხრეს, რომ სიონში მღვდელმთავრებსაც ვერ შეგვიშვებენ. ვერ წარმომიდგენია იქ მსოფლიო პატრიარქი იყოს, ასევე სხვა ქვეყნის პატრიარქები, დელეგაციები… ფიზიკურად არ არის ამის ადგილი. არა უშავს, დაიკრძალება პატრიარქი და საფლავიც ღია იქნება. რატომ არის მნიშვნელოვანი მასთან ახლოს მისვლა, მის სხეულთან, საფლავთან შეხება?! იმიტომ, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც დავაყენებთ საკითხს უწმინდესობის კანონიზაციის შესახებ.
გარდა იმისა, რომ წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, უკვე არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები. მიდით, სთხოვეთ და შეგისრულებთ, ნახავთ, თუ ასე არ იქნება! ყველაფერი გამოჩნდება. მესმის, ყველას უნდა ახლოს ყოფნა, მაგრამ ახლაც ახლოს ვართ – განცდა მაქვს, რომ კედლები არ არის ზღუდე მასთან სულიერი ურთიერთობისთვის. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდით, როგორც მოახერხებთ“,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.