ქობულეთის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
“მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდება მნიშვნელოვანია.
ირაკლი ცეცხლაძემ აღნიშნა, რომ სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა მიეწოდოს, რათა დროულად დაიგეგმოს ღონისძიებები და განხორციელდეს საჭირო სამუშაოები,”- წერია ინფორმაციაში.