ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ვატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია
“ვატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია – ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ კურტ კოხისა და ამავე დიკასტერიის თანამშრომელს, მონსენიორ ლადრაპა იარომირს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი – მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია და ვატიკანის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ”, – ამის შესახებ კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
ინფორმაციაში განმარტებულია, რომ კარდინალი და მისი თანმხლები პირები ვატიკანიდან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვისთვის ჩამოვიდნენ.
“კარდინალი აეროპორტში მოინახულა მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
კარდინალი კოხი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. პირველად 2014 წლის ბოლოს იმყოფებოდა. შეხვდა საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, სადაც განიხილეს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ. მეორე ვიზიტით სასულიერო პირი საქართველოს 2016 წელს ეწვია”, – წერია ინფორმაციაში.