გიორგი ჯინჭარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ასევე, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდს დაესწრო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია II-ს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები