აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.