იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღესრულა
იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღესრულა. ამის შესახებ ინფორმაციას იერუსალიმის საპატრიარქო ავრცელებს.
„გოლგოთაზე ტრისაგიონი საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის სულის ხსოვნისა და მარადიული განსასვენებლისთვის, უხუცესის, კიდობნის მცველისა და აღდგომის ეკლესიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, იერაპოლისის მთავარეპისკოპოსის, ისიდორეს მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში 6-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.