“22 მარტის 02:00 საათიდან ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზღუდება მესხიშვილის ქუჩაზე” – შსს
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის საორგანიზაციო ღონისძიებებისთვის, 22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზღუდება მესხიშვილის ქუჩაზე”, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
“მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ დასახელებულ დროის მონაკვეთში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან”, – წერია ინფორმაციაში.