“შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი; მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა“ – არქიმანდრიტი გრიგოლი

“შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი. მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ათონის მთის იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა ისაუბრა.

„ჩვენი უწმინდესის მოღვაწეობა მრავალი კუთხით შეიძლება, შეფასდეს, მაგრამ პირადად მე, მინდა მის მთავარ თვისებას შევეხო, მას დიდი სიყვარული ჰქონდა. არ იყო მხოლოდ ხელმძღვანელი, ვისიც გეშინია. მამა იყო. შეგეძლო პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი. მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა. რამდენი შვილმკვდარი დედა მასთან ნახულობდა ნუგეშს. მრავალმხრივი მოღვაწეობა ჰქონდა ჩვენს უწმინდესს“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები