ქობულეთის მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ცეცხლაძემ მოქალაქეთა მიღება გამართა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ საკითხებზე ისაუბრეს.

“ყველა იმ საკითხზე, რომელიც მოქალაქეების მიერ დაისვა, უახლოეს პერიოდში მიღებულ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები და ეტაპობრივად დაიწყება მათი მოგვარება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები