“ფაქტობრივად, ილია მეორემ ჩაიბარა სულიერებისგან გამოფიტული ქვეყანა” – გიორგი სოსიაშვილი

“მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ილია მეორე ეპოქალური ადამიანი იყო.

„საოცარი ადამიანი იყო, ეპოქალური ადამიანი, რომელმაც მართლაც განსაკუთრებული ეპოქა შექმნა, შეიძლება ასე ითქვას და მისმა გარდაცვალებამ მთელი სიდიადით წარმოაჩინა მთელი მსოფლიოს წინაშე ჩვენი ხალხი, ჩვენი ხალხის დამოკიდებულება, ის სიყვარული, რომელიც ამ ადამიანმა თესა ქართველ ხალხში და მთელ საქრისტიანოში თავისი ცხოვრების განმავლობაში.

მისი უწმინდესობა იყო მრავალმხრივი მოღვაწე. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რამ გააკეთა მან. ფაქტობრივად, ჩაიბარა სულიერებისგან გამოფიტული ქვეყანა. მის უწმინდესობას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მეცნიერებისადმი. ის თავად იყო მეცნიერი, შესანიშნავი მეცნიერი“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები