„საქართველომ დაკარგა სულიერი წინამძღვარი, რომელმაც პატრიარქობის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლით ააღორძინა ქართული სულიერი კულტურა“ – თელავის ისტორიული მუზეუმი
თელავის ისტორიული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
„მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ღვთივ განისვენა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ.
საქართველომ დაკარგა სულიერი წინამძღვარი, რომელმაც პატრიარქობის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლით ააღორძინა ქართული სულიერი კულტურა. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა იქცა ჩვენი ერის სულიერი გამთლიანების, რწმენის განმტკიცებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის უმნიშვნელოვანეს საყრდენად. უწმინდესისა და უნეტარესის სიტყვა, სიბრძნე და ადამიანური სითბო ათწლეულების განმავლობაში აძლიერებდა თითოეული ადამიანის იმედსა და რწმენას.
თელავის ისტორიული მუზეუმი პატივს მიაგებს მის ნათელ ხსოვნას“, – წერია ინფორმაციაში.
ფოტო: თელავის ისტორიული მუზეუმის ფონდიდან.