“მოვედით, რომ უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ჩვენი პატრიარქი” – მეხანძრე-მაშველები პატრიარქს ემშვიდობებიან

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ისინი, სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობით მივიდნენ.

ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველის თქმით, პატრიარქის გარდაცვალებას მთელ ერს უსამძიმრებს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ერს. მეხანძრე-მაშველები დღეს მოვედით, რომ უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი”- განაცხადა მეხანძრე-მაშველმა.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები