“განუზომელია უწმინდესის ღვაწლი, დამსახურება საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე” – დავით მათიკაშვილი

“განუზომელია უწმინდესის ღვაწლი, დამსახურება საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის გზა, რომელიც უწმინდესმა გაიარა, არის  სიკეთის და უდიდესი სიყვარულის გზა.

“ბოლოს თბილისმა ალბათ ასეთი გლოვა და დატირება იხილა როდესაც ილია ჭავჭავაძე დაკრძალეს. ალბათ სიმბოლურიც არის და შემთხვევითი არ არის, რომ უწმინდესმა სწორედ ილია მეორე აირჩია საეკლესიო სახელად“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები