“ასეულობით ათასი ადამიანი ილია მეორეს არა მხოლოდ ზეციურ გზაზე აცილებს, არამედ ქართველი ერი თავის სულიერ მოძღვარს დღეს უკანასკნელ აღსარებას აბარებს” – ქადაგიშვილი

“ქართველი ერი, ასეულობით ათასი ადამიანი – ვინც მოვიდა, ვინც ვერ ახერხებს მოსვლას, მას არა მხოლოდ ზეციურ გზაზე აცილებს, არამედ ქართველი ერი თავის სულიერ მოძღვარს დღეს უკანასკნელ აღსარებას აბარებს”, – ამის შესახებ გადაცემაში “ღია ეთერი” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

„ეროვნული მოძრაობის ერთგვარი აკვანი იყო პატრიარქი, სიონის ტაძარი და როდესაც 1977 წელს ეკურთხა, მე 1981 წლიდან მისი სტიქაროსანი გახლდით, იქ იკრიბებოდა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლობის ძალიან დიდი ნაწილი. მაშინ იქ, პირველად ღიად, 80-იანი წლების სულ დასაწყისში, მან მოახერხა, რომ მის გარშემო არა მხოლოდ ახალგაზრდები შემოეკრიბა, არამედ ქართული კულტურა, მეცნიერება ყველანი მის გარშემო იკრიბებოდნენ, იმ პერიოდში ხდებოდა ქართული, თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება. მას ჰქონდა ღვთისგან მინიჭებული ნიჭი – ისე გაეკეთებინა, ისე მიეტანა თითოეული ადამიანის გულამდე, რომ არავის ზედმეტი სიტყვა არც კი გაებედა მისთვის, ეს იყო მისი ქადაგება ქართველ ერში და ამის ნაყოფს ვუყურებთ ჩვენ დღეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები