“საქართველოს პატრიარქმა არა მარტო ქრისტიანული, არა მარტო მართლმადიდებლური სწავლება დაგვიტოვა, არამედ დაგვიტოვა საერო სწავლებაც, რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორიც არის საქართველო” – ღუდუშაური
“საქართველოს პატრიარქმა არა მარტო ქრისტიანული, არა მარტო მართლმადიდებლური სწავლება დაგვიტოვა, არამედ დაგვიტოვა საერო სწავლებაც, რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორიც არის საქართველო”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო. ასევე მინდა მივუსამძიმრო სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს იმიტომ, რომ ჩვენი უწმინდესი, მართლაც იყო ეპოქალური პიროვნება. მისი ცხოვრება და მისი მოღვაწეობა უკავშირდება იმდენად დიდ, მასშტაბურ კაცობრიობის წინაშე დიდ ეპოქალურ ძვრებს, როგორიც არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსიყვარული და ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელიც მართლაც ღირებული დარჩება თაობებისთვის. განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის იმ მომავალი თაობებისთვის, ვინც დღეს თავის თვალით ხედავს იმ ყველაფერს, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ისე, რომ სრულიად ერს უყვარდე ისე ძლიერად, როგორც ეს უწმინდესთან მიმართებითაა“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.