დავით ქართველიშვილი: გასაგებია, რომ, პენტაგონის შთაგონებით, შავNOდარა არადეკლარირებულ უცხოპლანეტელებს სამების ტაძარშიც ეძებს – სხვანაირად ის ვერ ხსნის, აქამდე არნახული რაოდენობის ხალხი საიდან ჩნდება ტაძრის შიგნით და მის გარშემო

პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის სამებაში, პატრიარქის პანაშვიდზე ყოფნის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრები, საკათედრო ტაძრის შიდა პერიმეტრში სიგნალის დამხშობი მოწყობილობებით, ე.წ. ჯემერით გადაადგილდებოდნენ.
„ამ ისტორიაში ორი მომენტია საგულისხმო: პოლიტიკური და სამედიცინო. გასაგებია, რომ პენტაგონმა ოფიციალურად დაიწყო (ხუმრობის გარეშე!) არაიდენტიფიცირებული მფრინავი ობიექტების (UAP/UFO) შესახებ მონაცემების დეკლასიფიკაცია და მათი განხილვა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების სფეროს განკუთვნილი საკითხის.
გასაგებია, რომ პენტაგონის შთაგონებით, შავNOდარა ასეთ არადეკლარირებულ უცხოპლანეტელებს სამების ტაძარშიც ეძებს – სხვანაირად ის ვერ ხსნის, აქამდე (“დაჟე” რუსთაველზე მისული!) არნახული რაოდენობის ხალხი საიდან ჩნდება ტაძრის შიგნით და მის გარშემო. გასაგებია, რომ ბავშვობაში “ვარსკვლავური ომებიც” ექნებოდა ნანახი და ტაძარში გალაქტიკური იარაღი -“ბლასტერიც” ამოიცნო…
მაგრამ სანამ განსახილველ თემას სამედიცინო-ფსიქიატრიულ კვალიფიკაციას მივაკუთვნებთ და პაციენტებს სანიტრები მოაკითხავენ, მოვასწროთ და აღვნიშნოთ რაოდენ რთული გზა აირჩია შავNOდარამ ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარების კუთხით: პრემიერ-მინისტრიც ახსენა მისი თანამდებობრივი ტიტულით და მისი გუნდის წევრებიც. აი ახლაო, უკვე შეგიძლიათო 112-ში დარეკოთო ჩემს თაობაზე…”, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები