“თუკი რამე აწუხებდა მის უწმინდესობას მუდმივად, ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვიცოდით ერთმანეთის მოსმენა, ის საოცარი მსმენელი იყო” – ლაშა ჟვანია

“მთელი ცხოვრება ის მიუძღოდა ერს უკვდავებისკენ, ოღონდ რწმენით, შრომით და სიკეთით”, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ილია მეორეს აწუხებდა ის ფაქტი, რომ  ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ.

„დღეს წავიკითხე მისი პატრიარქობიდან რამდენიმე თვეში გამოცემული კალენდარი და მისი პირველი ეპისტოლე, რომელსაც ასე ასრულებს: ღვთივკურთხეულო ქართველო ერო სარწმუნოებით, შრომით, სიყვარულით და სიკეთით წინ უკვდავებისკენ.

თუკი რამე აწუხებდა მის უწმინდესობას მუდმივად, ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვიცოდით ერთმანეთის მოსმენა, ის საოცარი მსმენელი იყო. ის აუცილებლად ბოლომდე უსმენდა ადამიანებს, ეს ნიჭია სიყვარულისაც, დიდი პატივისცემისაც ადამიანების მიმართ”, – აღნიშნა ჟვანიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები